ავსტრალიის A ლიგის მე-12 ტურში „ნიუკასლ ჯეტსის“ ფეხბურთელმა ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა „ადელაიდ იუნაიტედთან“ შეძლო თავის გამოჩენა. ბექამ 59-ე წუთზე ვარდნაში, ერთი შეხებით დაარტყა და ეფექტური გოლი გაიტანა, რითაც თავისი გუნდი დააწინაურა. ჩვენებური 75-ე წუთზე შეცვალეს. „ნიუკასლი“ ახლოს იყო ამ გოლით მოგებასთან, მაგრამ 88-ე და 91-ე წუთებზე ორი გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა.
მიქელთაძეს ავსტრალიში ჩინებული სეზონი აქვს და 6 მატჩში უკვე 5 გოლის გატანა მოასწრო, რითაც ჩემპიონატის თანაბომბარდირია ჯეიმი მაკლარენთან და კრეიგ გუდვინთან ერთად.
„ნიუკასლ ჯეტსი“ 6 თამაშში მოპოვებული 5 ქულით ბოლო, მე-12 ადგილზეა, მაგრამ სხვებთან შედარებით ბევრად ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, რადგან კორონავირუსის გამო მისი მონაწილეობით 6 შეხვედრა გადაიდო.