ფეხბურთი

2:23 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ატლეტიკომ“ მორატას „ბარსელონაში“ გადასვლა დაბლოკა

„იუვენტუსის“ თავდამსხმელი, ალვარო მორატა, რომელიც „ატლეტიკოს“ საკუთრებაა და ტურინულ კლუბში იჯარის წესით თამაშობს, ჩანს, სეზონს იტალიაში ჩაამთავრებს. მადრიდელები მას „ბარსელონაში“ არ უშვებენ - გვამცნობს Diario Sport.

„იუვენტუსი“ არ აპირებს 29 წლის ესპანელის გამოსყიდვას და მასში 39 მილიონი ევროს გადახდას, როგორც ხელშეკრულებაშია გაწერილი. ამასთან, მათ მორატას დადგენილზე ნახევარი წლით ადრე გაშვებაც არ უნდათ.

ალვაროს აგენტი ცდილობდა როგორმე თავისი კლიენტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გადაეყვანა „ბარსელონაში,“ მაგრამ „ატლეტიკო“ კონკურენტის გაძლიერებას არ აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117311