ფეხბურთი

1:16 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბურკინა ფასო ნახევარფინალშია

კამერუნში მიმდინარე აფრიკის ერთა თასის გათამაშების მეორე მეოთხედფინალურ მატჩში, ქალაქ გარუაში, სენსაცია მოხდა - „კონკია“ ბურკინა ფასომ ტურნირიდან ტუნისის ძლიერი ნაკრები გამოთიშა.

ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მესამე დამატებულ წუთზე „ლორიანის“ 19 წლის ნახევარმცველმა, აბუბაქარ უატარამ გაიტანა, რომელიც 83-ე წუთზე მინდვრიდან გააძევეს.

მანამდე მასპინძელმა კამერუნმა გამბიას 2:0 მოუგო და პირველი ნახევარფინალისტი გახდა.

კვირას, 30 იანვარს, კიდევ ორი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება. ეგვიპტე მაროკოს დაუპირისპირდება, სენეგალი - ეკვატორულ გვინეას.

0.126461