ფეხბურთი

0:24 | 30.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიუ „პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველით დაინტერესდა

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, დანილუ პერეირამ, კარიერა, შესაძლოა, „რომაში“ გააგრძელოს - გვამცნობს Le10Sport.

30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელით რომაელთა მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ პირადად დაინტერესებულა.

La Gazzetta dello Sport კი წერს, რომ „მგლები“ ეცდებიან დანილუს იჯარის წესით გადაბირებას, გამოსყიდვის უფლებით.

მიმდინარე სეზონში, პსჟ-ის მაისურით დანილუმ ყველა ტურნირში 21 მატჩი ჩაატარა და ორი ბურთი გაიტანა. პარიზულ კლუბთან მისი კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

0.11793