ფეხბურთი

23:20 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ადამა ტრაორე ისევ „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა

„ვულვერჰემპტონის“ თავდამსხმელი, ადამა ტრაორე „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდა -გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

ესპანელი გარემარბი „ბარსელონაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებს. ფინანსური წვრილმანები არ ხმაურდება, თუმცა, მედიაში უკვე ეწერა, რომ „ბარსას“ ადამას გამოსყიდვის შემთხვევაში 30 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

პორტალი Transfermarkt ტრაორეს სატრანსფერო ღირებულებას 28 მილიონ ევროდ აფასებს.

ცნობისთვის, ტრაორე „ ბარსელონას“ სისტემაშია აღზრდილი. კლუბში ის 8 წლიდან თამაშობდა. 17 წლიდან „ბარსელონა B“-ს წევრი იყო და უეფას ახალგაზრდული ლიგაც მოიგო.

0.111975