ფეხბურთი

20:48 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბელოტიმ „ნიუკასლს“ უარი უთხრა

„ტორინოსა“ და იტალიის ნაკრების შემტევმა, ანდრეა ბელოტიმ, ინგლისური „ნიუკასლის“ შეთავაზებაზე უარი თქვა - გვამცნობს Football Italia.

„კაჭკაჭები“ 28 წლის ფორვარდს წელიწადში ჯამაგირად 7-8 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ იტალიელმა უარი უთხრა. დაახლოებით ასეთივე ხელფასს მას საუდური „ალ-ჰილალიც“ ჰპირდებოდა. მაგრამ თურმე ბელოტის „მილანში“ თამაში სურს.

ანდრეა „ტორინოში“ 2015 წლიდან თამაშობს. მის კონტრაქტს კი ტურინულ კლუბთან ყავლი 2022 წლის ზაფხულში გასდის.

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ბელოტიმ 9 მატჩი ჩაატარა, 2 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123963