ფეხბურთი

19:53 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისის" ფრე სერბულ გუნდთან და "ტორპედოს" მარცხი მონტენეგროელებთან

„დინამო თბილისი“ თურქულ შეკრებაზე მზადებას აგრძელებს და ამხანაგური მატჩი სერბული „ნაპრედაკის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მერვე წუთზე სერბები დაწინაურდნენ, რასაც პირველი ტაიმის ბოლოს გიორგი გაბედავამ ეფექტური გოლით უპასუხა, მეორე ნახევარში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

„დინამო თბილისმა“ თურქეთში მეორე ტესტ-მატჩი ჩაატარა და ისევ ფრე ითამაშა, მანამდე უკრაინულ „ლვოვს“ უგოლოდ დაუზავდა, მომდევნო საკონტროლო შეხვედრას კი 1 თებერვალს, ბულგარული „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ გამართავს.

დღესვე ანტალიაში პირველი ამხანაგური თამაში ქუთაისის „ტორპედომ“ ჩაატარა და მონტენეგროულ „რუდართან“ 1:2 დამარცხდა. იმერული გუნდის მხრიდან თავი ირაკლი ბუღრიძემ გამოიჩინა. გია ცეცაძის გუნდი მომდევნო სპარინგს 5 თებერვალს, ზემოხსენებულ სერბულ „ნაპრედაკთან“ ჩაატარებს.

0.193281