"დინამო თბილისის" ახალგაზრდა ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიურ "რაბოტნიჩკიში" გააგრძელებს. კლუბებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად იჯარის ვადა 1.5 წლით განისაზღვრა.
გიორგი კუცია "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით 102 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ექვსი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
"დინამო თბილისის" გარდა, გიორგი კუცია განათხოვრების წესით 2019 წლის სეზონის განმავლობაში გორის "დილას" ღირსებას იცავდა.
აქვე გეტყვით, რომ „რაბოტნიჩკი“ ჩრდილოეთ მაკედონიის 4-გზის ჩემპიონია, მიმდინარე სეზონში კი 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მერვე ადგილზეა.