ავტოსპორტი

1:38 | 29.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ მარტინმა“ შესაძლოა ტესტებისთვის მანქანის მომზადება ვერ მოასწროს

„ასტონ მარტინი“ თავისი ახალი სარბოლო ავტომობილის პრემიერას 10 თებერვალს გეგმავს, მაგრამ არაა გამორიცხული, გუნდმა წინასასეზონო ტესტების დასაწყისისთვის, მისი მომზადება ვერ მოასწროს. ასეთი ინფორმაცია კულუარებში ვრცელდება, თუმცა გუნდი ამას არ ადასტურებს.

ინტერნეტში გავრცელდა გუნდის ანონიმური წევრის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თუ 23 თებერვლის ტესტებზე ბრიტანული გუნდი ახალ მანქანას გამოიყვანს, ეს მისსავე წევრებს ისევე გააკვირვებს, როგორც უცხოპლანეტელების ნახვა.

არსებობს რამდნმე პრობლემ, რომელთა გამოც, „ასტონ მარტინმა“ შეიძლება პირველ ტესტებზე გამოსვლა ვერ მოასწროს. ერთი ისაა, რომ გუნდი დატოვა მისმა ხელმძღვანელმა ოტმარ საფნაუერმა. ჯერაც დაუდასტურებელი ცნობით, მას მიჰქვა მთავარი ინჟინერი ენდრიუ გრინი. მათი შემცვლელები კი ჯერ თანამდებობას ეჩვევიან. საქმეს ისიც ართულებს, რომ გუნდი ახალ ბაზაზე გადადის. დაკიდევ, ბოლო თვეებში გუნდს 200 ახალი თანამშრომელი შეემატა, რომელა შორის კოორდინაციასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

არის ერთი გარემოებაც. ბოლო სეზონებში, „ასტონ მარტინი“ „მერსედესის“ მცირედ გადაკეთებულ შასის იყენებდა, ახალი სეზონისთვის კი სრულად ახალი, საკუთარი კონცეპციით შექმნილი მანქანის მომზადება თავადვე უწევს.

„მოტორსპორტ.კომ-თან“ საუბრისას, „ასტონ მარტინის“ წარმომადგენელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ახალი მანქანა ბარსელონას ტესტებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116844