ფეხბურთი

22:15 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემს" კულუშევსკის დამატება სურს

შვედეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა დეიან კულუშევსკიმ შესაძლოა მიმდინარე სეზონის დარჩენილი დრო იჯარის წესით "ტიტენჰემში" გაატაროს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, იტალიური და ინგლისური კლუბები ტრანსფერს მოლაპარაკებას აწარმოებენ.

ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არაა და არც ისაა ცნობილი "მამლებს" შვედის დამატება გამოსყიდვის უპირატესობით სურს თუ არა. კულუშევსკის მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო არ ეძლეოდა და საშუალოდ მოედანზე 36 წუთს ატარებს. სულ დეიანმა 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112952