ფეხბურთი

19:44 | 28.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: "მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის, თავს სახლში ვგრძნობ"

"ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ მათი დამსახურებით თავს ისე გრძნობს, როგორც სახლში.

"ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. "ჰალ სიტის" სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის", - დაწერა შოთამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ არველაძემ "ჰალ სიტისთან" 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი მწვრთნელის დებიუტი 29 იანვარს, "სუონსი სიტის" წინააღმდეგ შედგება, მისი გუნდი ინგლისის ჩემპიონშიფში 29 ქულით მე-19 ადგილზეა, 24-გუნდიან ჩემპიონატში კი გასავარდნ ზონას 9 ქულითაა დაცილებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057876