ფეხბურთი

19:12 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი: "მესიზე კორონავირუსმა ძალიან იმოქმედა"

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ლიონელ მესის ეროვნულ ნაკრებში არგამოძახებაზე განმარტება გააკეთა.

როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა განაცხადა, მესის ესაუბრა და ეს გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებით მიიღო, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ლეოს ტელეფონით ვესაუბრე. მითხრა, რომ კორონავირუსმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მნიშვნელოვანია, რომ ის კარგ ფიზიკურ ფორმაში დარჩეს, ამიტომ ვიფიქრე, რომ მისთვის საუკეთესო იქნებოდა, თუ კლუბში დარჩებოდა. მას დიდი ხანია თამაში არ გამოუტევებია და ამიტომ მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის სწორი იქნება“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 28 იანვარს, ჩილეს ნაკრეს დაუპირისპირდება. „ალბისელესტეს“ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული აქვს, ამიტომაც, სკალონის შეუძლია შემადგენლობაში ექსპერიმენტებიც ჩაატაროს.

0.131924