„ვულვზის“ ნახევარმცველმა, ადამა ტრაორემ, კარიერა, შესაძლოა, „ბარსელონაში“ გააგრძელოს. ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, კატალონიელებს 26 წლის ესპანელი, უსმანე დემბელეს შემცვლელად შესთავაზა, რომელთანაც ბარსელონელებმა კონტრაქტის თაობაზე ვერ მოილაპარაკეს.
მენდეში ტრაორეს იჯარით სთავაზობს, აუცილებელი გამოსყიდვის პირობით. ესპანურ კლუბში განიხილავენ ამ ვარიანტს, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა მთავარ მწვრთნელ ჩავიზეა, რომელიც, თავის მხრივ, „იუვენტუსიდან“ ალვარო მორატას გადაბირებას ცდილობს.
„ვულვზი“ ტრაორეს 22 მილიონ ევროდ აფასებს.