ფეხბურთი

13:17 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ტორპედოს“ 13-წლამდელების წარმატება

ლიეტუვაში გამართულ „ატეიტის თასის“ გათამაშებაში ქუთაისის “ტორპედოს“ 13 წლამდელთა შემადგენლობამ საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

26 იანვარს გუნდი ქვეყანაში დაბრუნდა. პატარებს საზეიმო დახვედრა კლუბის წარმომადგენლებმა, ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და გულშემატკივრებმა მოუწყვეს.

ღონისძიება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა. გუნდის სრულ შემადგენლობას საპატიო სიგელები გადაეცათ.

რატი ჩიხლაძის გაწვრთნილი გუნდი 21 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით „ატეიტის თასზე“ იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა 13 წლამდელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და ლიდერის სტატუსით განაგრძეს გათამაშებაში მონაწილეობა. „ტორპედომ“ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში „კაუნას ჟალგირისის“ საფეხბურთო აკადემია დაამარცხა. ტურნირის საუკეთესო მეკარის წოდება, ჩვენი გუნდის გოლკიპერმა ლუკა მამასახლისმა მიიღო.

ფკ „ტორპედოს“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097838