ფეხბურთი

11:53 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა

„პარი სენ-ჟერმენის“ პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, ნეიმარი, საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა. ჯერჯერობით ის მხოლოდ მსუბუქ ვარჯიშებში მონაწილეობს.

29 წლის ნეიმარს ტრავმის გამო შარშანდელი ნოემბრის შემდეგ აღარ უთამაშია. ახლაც გაურკვევლია, გავა თუ არა მინდორზე 31 იანვარს, საფრანგეთის თასის მერვედფინალურ მატჩში „ნიცას“ წინააღმდეგ.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა ყველა ტურნირში 14 შეხვედრა ჩაატარა, 3 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.

თეგებინეიმარიპსჟ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120085