ფეხბურთი

14:21 | 27.01.2022 | ნანახია NaN - ჯერ

პოლონეთის ნაკრების გაწვრთნაში შევჩენკოს, შესაძლოა, ლევანდოვსკი დაეხმაროს

დონეცკის „შახტარის“ ყოფილი ფეხბურთელი, მარიუშ ლევანდოვსკი, შესაძლოა, ანდრეი შევჩენკოს სამწვრთნელო შტაბში აღმოჩნდეს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი რომან კოლტონი.

შევჩენკო პოლონეთის ნაკრების მთავარმწვრთნელობას რამდენიმე დღის წინათ დათანხმდა. ლევანდოვსკი კი მისი ერთ-ერთი ასისტენტი იქნება.

მარიუშ ლევანდოვსკი „შახტარში“ 2001-10 წლებში თამაშობდა. ხოლო პლონეთის ნაკრებში 2002-13 წლებში. ამჟამად 42 წლის მარიუშმა სამწვრთნელო საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. მისი ბოლო სამუშაო ადგილი პოლონური „ტერმალიცა“გახლდათ.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:13 | 21.09.2019
O. Mertskhali (8101)

არაუშავს.. კარგი ხარ, ზურაბ

0.060366