ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ კორონავირუსით დაავადების შემთხვევებში მატჩების გადადების ახალი წესები მიიღო.
მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონატში უკვე ოცამდე შეხვედერა გადაიდო კორონავირუსით ინფიცირების გახშირებული შემთხვევების გამო ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და პერსონალს შორის.
იყო შემთხვევბი, როცა მატჩი გადადებულა არა მხოლოდ პანდემიის აგამო, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდი უძლიერეს შემადგენლობას ვერ უყრიდა თავს, ტრავმების ან მოთამაშეების საკუთარ ეროვნულ ნაკრებებში გამოძახების გამო.
ამიერიდან პრემიერლიგაში მატჩები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუკი კლუბი წარადგენს მტკიცებულებას, რომ მინიმუმ ოთხი კოვიდდადებითი მოთამაშე ჰყავს.