ფეხბურთი

1:33 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანმა ესპანეთს ვერ მოუგო და საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა!

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია! ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირის დებიუტანტია, მაგრამ ჯერ აზერბაიჯანს მოუგო (3:2), მერე ბოსნიას (2:1) და პლეი-ოფში გავიდა.

ეს მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც ჯგუფის მეორე მატჩში აზერბაიჯანმა ესპანეთს ვერ მოიგო. ჩვენი მეზობლები ევროპის ყველაზე ტიტულოვან გუნდს ლოზანოს ავტოგოლითა და ატაიევის გოლით ორჯერ ამარცხებდა, მაგრამ რაულ გომესმა და ლოზანომ ორჯერვე გაათანაბრეს და საბოლოოდ ფრე - 2:2.

შედეგად, ბოლო ტურის წინ საქართველოს 6 ქულა აქვს და ჯგუფის ლიდერია, ესპანეთის აქტივში 4 ქულაა, აზერბაიჯანის 1, ხოლო ბოსნიას ქულა არ მოუპოვებია.

ბოლო ტურში 29 იანვარს, საქართველო ესპანეთს შეხვდება და წაგების შემთხვევაში ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს, ხოლო გამარჯვება ან ფრე საქართველოს პირველ ადგილზე გაიყვანს. აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთს დაუპირისპირდება, ხოლო თუ პირველ ადგილს დაიკავებს, ხორვატიას, პოლონეთს ან სლოვაკეთს შეხვდება.

0.135114