ფეხბურთი

0:59 | 27.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

თალესი: "ეს საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა, სიტყვებს ვერ ვპოულობ"

საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელმა თალესმა ბოსნიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან ამ შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა და ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა.

„ძალიან ბედნიერი ვარ მეორე გამარჯვებით. ეს საქართველოსთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან ბევრი ვიშრომეთ აქ მოსახვედრად. სიტყვებს ვერ ვპოულობ! ჩემი მეუღლე მეუბნება, რომ ამ ტურნირზე ჩემს კარიერაში საუკეთესო ფუტსალს ვთამაშობ. ვფიქრობ, აქ გამოცდილებას ვიღებ და ბევრს ვსწავლობ", - თქვა თალესმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2010 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი მატჩი მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯერ აზერბაიჯანს 3:2 მოუგო, მეორე ტურში ბოსნიას 2:1 და ორივე მატჩში ქართველები მარცხდებოდნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, რადგან ორ ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის მატჩს კი 29 იანვარს, ესპანეთთან გამართავს, რომელშიც ფრე საქართველოს ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანს, მარცხის შემთხვევაში კი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავა.

0.117127