საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელმა ბრუნო პეტრიმ ბოსნიასთან გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან გამარჯვების გოლი გაიტანა და როგორც აღნიშნა, მისთვის რთულია იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში გამარჯვების გოლის გატანა.
„სიტყვებით ვერ გადმოვცემ თუ რას ნიშნავს მსგავს ტურნირზე საქართველოს ნაკრებში თამაში და გოლის გატანა, რომელმაც შეიძლება მეოთხედფინალში გაგვიყვანოს. ვიცოდით, რომ ჩვენთვის რთული მატჩი იქნებოდა, რადგან მათ კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავთ, რომელიც მეკარეს შეტევაში კარგად იყენებს. კიდევ ერთხელ მოგვიწია პირველი ტაიმის შემდეგ ჩამორჩენის ამოქაჩვა. ბრძოლა მოვახერხეთ და ნამდვილად ბედნიერი იმით, თუ როგორ იბრძოდა თითოეული მოთამაშე ამ გამარჯვებისთვის“, - თქვა ბრუნო პეტრიმ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2010 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი ორი მატჩი მოიგო. ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯერ აზერბაიჯანს 3:2 მოუგო, მეორე ტურში ბოსნიას 2:1 და ორივე მატჩში ქართველები მარცხდებოდნენ. შედეგად, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გავიდა, რადგან ორ ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის მატჩს კი 29 იანვარს, ესპანეთთან გამართავს, რომელშიც ფრე საქართველოს ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანს, მარცხის შემთხვევაში კი პლეი-ოფში მეორე ადგილით გავა.