ფეხბურთი

21:11 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინამ" ვლაჰოვიჩის შემცვლელი იპოვა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატი და "ბაზელის" შემტევი არტურ კაბრალი კარიერას "ფიორენტინაში" გააგრძელებს. როგორც Football Italia იუწყება, ფეხბურთელის სანაცვლოდ ფლორენციელები ჯამში 16.5 მილიონ ევროს გადაიხდიან და სამხრეთამერიკელი მოთამაშე გუნდში დუშან ვლაჰოვიჩის შემცვლელად იქნება მიყვანილი.

კაბრალი "ბაზელმა" 2019 წელს "პალმეირასიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში არტურმა ყველა ტურნირზე 31 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 2021 წელს გამოიძახეს, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

0.117522