ფეხბურთი

18:56 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ელგუჯა ლობჯანიძე დაიმატა

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო ბათუმმა“ ელგუჯა ლობჯანიძე დაიმატა. ამის შესახებ აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

ლობჟანიძე ბოლოს ყაზახურ „ტობოლში“ თამაშობდა, რომლის რიგებში გასულ სეზონში 22 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მანამდე კი „კაისარისა“ და „ტარაზის“ წევრი იყო.

ლობჯანიძეს ასევე უთამაშია „ვიტ ჯორჯიაში“, „შუქურაში“, „ორენბურგსა“ და „რუსთავში“, ხოლო 2016 წელს „დინამო ბათუმში“ უკვე ირჯებოდა და 15 მატჩში თავი 5 გოლით გამოიჩინა. 29 წლის ფორვარდს საქართველოს ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული და გოლი არ გაუტანია.

0.118979