ფეხბურთი

16:25 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანმა დაადასტურა, რომ "ბაიერნს" გერმანელი მცველი უფასოდ დატოვებს

მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ, ოლივერ კანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ნიკლას ზულე გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

„ნიკლასთან მოლაპარაკებები ძალიან დიდხანს გაგრძელდა. ჩვენ მას შეთავაზება გავუკეთეთ და უარი თქვა. მას სეზონის ბოლოს კლუბის დატოვება სურს. გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა, როდესაც საქმე ეხება წინადადებებს. გარკვეული ფინანსური პირობები უნდა დავიცვათ. ნორმალურია ამ საქმეში, როდესაც ფეხბურთელი და კლუბი შეთანხმებას ვერ აღწევენ“, - თქვა კანმა.

ნიკლას ზულე „ბაიერნის“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 158 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა. მანამდე ის „ჰოფენჰაიმში“ თამაშობდა და თავის გამოჩენაც ზინსჰეიმელთა რიგებში მოახერხა.

0.11771