„გლადბახის“ მცველი მატიას გინტერი მიუნხენის „ბაიერნის“ სამიზნეა. ამის შესახებ გერმანული მედია იტყობინება.
გინტერს „გლადბახთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს და 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება. „რეკორდმაისტერს“ სურს, რომ 28 წლის ფეხბურთელი ხელში უფასოდ ჩაიგდოს და კონტრაქტიც შესთავაზა.
როგორც ცნობილი გახდა, „ბაიერნი“ მზადაა გერმანელ მცველს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს, ხელფასის ოდენობა კი უცნობია. აღსანიშნავია, რომ გინტერს აქტიურად მილანის „ინტერსაც“ უკავშირებენ.
მიმდინარე სეზონში გინტერმა „გლადბახში“ 11-ჯერ ითამაშა, მთლიანობაში კი „ბორუსიას“ მაისურით 2017 წლიდან დღემდე 159 თამაშში 10 გოლი აქვს გატანილი.