კამერუნის ნაკრების მეკარემ ანდრე ონანამ კომორის კუნძულებთან მატჩის (2:1) შემდეგ თავისი თანაგუნდელები გააკრიტიკა.
„აიაქსის“ მეკარემ ხაზი გაუსვა მეტოქის პრობლემებს და ამის ფონზე ასეთი მძიმე გამარჯვება მას სამარცხვინოდ მიაჩნია.
„ბედნიერი ვარ გამარჯვებით, მაგრამ ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ვარ. ჩვენ ვითამაშეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც პრობლემები ჰქონდა მეკარესთან დაკავშირებით და მცველმა, ჩახერ ალჰადურმა კარგად ითამაშა. ჩვენ არ ვიყავით თავმდაბალნი და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც დღეს გვაკლია. უნდა ვაღიაროთ შეცდომები, კრიტიკულები ვიყოთ საკუთარი თავსი მიმართ. ამის შესახებ გასახდელში ვისაუბრეთ. საბოლოო გამარჯვება არის ის, რაც გვინდა, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ გარკვეულ სტილში მოვიგოთ. ასე თამაში მეკარისა და 10 ფეხბურთელით მოთამაშე მეტოქის წინააღმდეგ, იმ ფეხბურთელების ხარისხის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვყავს, პირველ რიგში, ჩემთვის სიცხვილია“, - თქვა ონანამ.
შეგახსენებთ, კომორის კუნძულების ნაკრებს განაცხადში მეკარე არ ჰყავდა, რის გამოც 90 წუთის განმავლობაში კარს მარცხენა მცველი იცავდა, ხოლო მე-7 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაშიც დარჩნენ, მას შემდეგ, რაც ცენტრალური მცველი და გუნდის კაპიტანი გაუძევეს. ამის მიუხედავად, კამერუნს ძალიან გაუჭირდა და მეტოქეს მხოლოდ 2:1 მოუგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოსალოდნელი იყო
სათადარიგოებიც დაგეწერათ ბარემ თუ მოგსდევდათ ვინმე უკან?
გველესიანის ამდენი ხნით დაკარგვა ვერ მომინელებია
იმედია ამჯერადაც მიმტყუნებს სიზმარი
ან ფრე იქნება ან 1:4 -ს წავაგებთ,სიზმარი ვნახე,ჩვენი ერთიანი მკაფიოდ ჩანდა აი მათი 1 იყო თუ 4 ვერ გავარჩიე
გოგლიჩიძე და საბა საზონოვი მომავალი დაცვის ხაზი იქნება მთავარია ეხლა ითამაშონ ემპოლიში. ლოჩოშვილის დაყენებით უფრო დაცვითი სტილის ფეხბურთელს ენდო. მოსალოდნელი შემადგენლობა იყო, პრინციპში არაფერი სიახლე არ არის ამ შემადგენლობაში.
ვიცოდი რომ არაფერს შეცვლიდა ტაქტიკის მხრივ.