ავტოსპორტი

2:14 | 26.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ძრავი გააუმჯობესა

ახალი სეზონიდან, ფორმულა 1 განსხვავებულ საწვავის გამოყენებაზეც გადადის. ეს არის ბენზინის მარკა E10, სადაც E ეთანოლს (ეგრეთ წოდებული სამედიცინო სპირტი) ნიშნავს, 10 კი - ეთანოლის შემცველობას.

საწვავის შეცვლასთან ერთად, იცვლება ძრავების კონსტრუქცია და მართვის პროგრამის მახასიათებლები. თეორიულად, ასეთი ცვლილების შემდეგ, ძრავის სიმძლავრემ უნდა დაიკლოს. მაგრამ როგორც ირკვევა, „მერსედესის“ შემთხვევაში პირიქითაა.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „მერსედესის“ ინჟინრებმა არამხოლოდ ახალ საწვავზე გადასვლით გამოწვეული სიმძლავრის დანაკარგი აღმოფხვრეს, არამედ ძრავი გააძლიერეს კიდეც. მაგრამ ამისთვის საჭირო გახდა აგრეგატის გაბარიტების გაზრდა, რამაც W13-ის აეროდინამიკის შემუშავებისას, გარკვეული კომპრომისები მოითხოვა.

ძრავი ახალი ტურბინით აღიჭურვა, რომელიც უფრო გამძლე და ეფექტური გახდა. საერთო ჯამში, საჭირო გახდა ძრავის სეგმენტის გაფართოება, რაც აეროდნმიკას აუარესებს. თუმცა გუნდმა ჩათვალა, რომ უფრო მძლავრი ძრავის „ხათრით“, ასეთი კომპრომისი გამრთლებულია.

გუნდმა ახალი ძრავი პირველად ახალი წლის დღეებში დაქოქა. ამჟამად მანქანაზე მუშაობის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ „მერსედესი“ თავისი გუნდის გარდა, ძრავებით „მაკლარენს“, „ასტონ მარტინს“ და „უილიამსსაც“ ამარაგებს.

0.120392