ფეხბურთი

16:45 | 25.01.2022 | ნანახია 716 - ჯერ

გიორგი არაბიძე "ტორპედოს" ფეხბურთელია

გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი იმერული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

„ტორპედომ“ არაბიძე პორტუგალიური „ნასიონალიდან“ გამოისყიდა და მას კონტრაქტი გაუფორმა. 23 წლის შემტევი ქუთათურებს თურქულ შეკრებაზე მალე შეუერთდება.

არაბიძემ გასული სეზონი „სამტრედიაში“ გაატარა და 15 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე მან „ნასიონალში“, თურქულ „ადანასპორში“, „შახტარსა“ და თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრებში კი 4 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:30 | 25.01.2022
lagashi (6738)

ფაქტიურად გავარდნილ სამტრედიის მატჩებს გადავხედე ზედაპირულად არაბიძის გამო და აშკარად ეტყობოდა რომ დიდი ნიჭის პატრონია. დიდი ალბათობით სანიოლის ყურადღებას მიიპყრობს

18:07 | 25.01.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

არ მესმის ეს ბიჭი რატომ ვერ განვითარდა. სრულიად გაუგებარია

16:55 | 25.01.2022
fidofido (3392)

ერთ დროს ქართული ფეხბურთის იმედად ითვლებოდა. მერამდენე ჩამქრალი ვარსკვლავი 22-23 წლის ასაკში

20:02 | 25.01.2022
ბაგი-რეი (2264)

ალბათ იმიტომ რომ შახტარის დუბლებში თამაშის დროს იმაზე მაღალი წარმოდგენის იყო თავის თავზე, ვიდრე დამსახურება ჰქონდა. შახტარის ძირითადში ვერ ხვდებოდა, ამ დროს დუბლებისთვის გადაზრდილი იყო და მოდუნდა.

18:07 | 25.01.2022
Erovnuli-Nakrebi (11812)

ნამდვილად

0.12374