ფეხბურთი

16:17 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

დუშან ვლაჰოვიჩის "იუვენტუსში" ტრანსფერი თითქმის გადაწყდა

დუშან ვლაჰოვიჩი „იუვენტუსში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა. ფეხბურთელსა და კლუბს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ გუშინ შედგა, ამჯერად კი კლუბებიც შეთანხმდნენ.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, ტურინული გრანდი ფლორენციელებს 60 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც ბონუსები დაემატება. ვლაჰოვიჩი „იუვესთან“ 5.5-წლიან კონტრაქტის გააფორმებს და სეზონში მისი ხელფასი 7 მილიონი ევრო იქნება. სავარაუდოა, რომ სერბი სამედიცინო შემოწმებას 27 ან 28 იანვარს გაივლის და შემდეგ „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

აღსანიშნავია, რომ „ბებერ ქალბატონთან“ მოლაპარაკებები გუშინ „ფიორენტინას“ სპორტულმა დირექტორმა დანიელე პრადემ ოფიციალურად დაადასტურა. ამასობაში, „იების“ ტიფოზებმა ქალაქში ბანერები გამოფინეს და 21 წლის სერბ ფორვარდს ემუქრებიან. ბოლო პერიოდში „ფიორენტინადან“ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების ტურინულ გრანდში გადასვლა ჩვეული ამბავი გახდა - საკმარისია ფედერიკო ბერნარდესკისა და ფედერიკო კიეზას გახსენება.

ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონში 17 გოლით (21 მატჩით) სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია, ყველა ტურნირზე კი 23 თამაშში 20 გოლი აქვს გატანილი. ის „ფიორენტინაში“ 2018 წლიდან ირჯება და 107 შეხვედრაში 49 გოლი მიითვალა, სერბეთის ნაკრებში ჩატარებულ 14 თამაშში კი თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.115446