ფეხბურთი

15:48 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ობლაკს კორონავირუსი შეეყარა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მეკარემ, იან ობლაკმა, კორონავირუსის ტესტისას დადებითი პასუხი მიიღო. ის თვითიზოლაციაშია გადაყვანილი - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

მიმდინარე სეზონში ობლაკმა „ატლეტიკოს“ მაისურით ყველა ტურნირში 27 მატჩი ჩაატარა. „ატლეტიკოში“ კი ის 2014 წლიდან თამაშობს.

ობლაკი აგრეთვე სლოვენიის ნაკრების კაპიტანი გახლავთ. ეროვნულ გუდში დებიუტი მას 2012 წელს ჰქონდა. თუმცა მთავარი მეკარე 2015 წლიდან გახდა, სამირ ჰანდანოვჩის წასვლის კვალად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124432