დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ტრავმის გამო გარკვეული დროით გამოაკლდა გუნდს - გვამცნობს კლუბის პრესსამსახური.
ნორვეგიელი ბუნდესლიგის 20-ე ტურის მატჩში დაშავდა, „ჰოფენჰაიმის“ წინააღმდეგ (3:2).
63-ე წუთზე მან შეცვლა მოითხოვა და შემდეგ აღმოჩნდა, რომ კუნთი დაუზიანდა.
„სამედიცინო შემოწმებამ ჰოლადს კუნთების ტრავმა დაუდგინა. მას მკურნალობა და დამატებითი გამოკვლევა სჭირდება. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა როდის დაუბრუნდება ის მინდორს.“ - წერია განცხადებაში.
მიმდინარე სეზონში, 21 წლის ნორვეგიელმა ყველა ტურნირში 20 მატჩი გამართა და 23 ბურთი გაიტანა.