ფეხბურთი

12:24 | 25.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ ბარსელონაში ჩავისთან და ბუსკეტსთან ერთად ივახშმა

„პარი სენ-ჟერმენის“ დიდვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ, ორშაბათს, 24 იანვარს, ბარსელონას ერთ-ერთ რესტორანში, კატალონიური კლუბის მთავარ მწვრთნელთან, ჩავი ერნანდესთან და ნახევარმცველ სერხიო ბუსკეტსთან ერთად ივახშმა - გვამცნობს OnzeTv3.

საერთო ვახშამში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ საინტერესოც ის არის, რომ ბოლო დროს მომრავლდა ჭორები იმის თაობაზე, თითქოს არგენტინელს პარიზში ყოფნა არ მოსწონს და შეიძლება „ბარსელონაში“ დაბრუნდესო.

ცოტა ხნის წინათ მესიმ კორონავირუსი გადაიტანა და პსჟ-ის ორი მატჩი გამოტოვა. გასულ კვირას კი მინდორს დაუბრუნდა, „რეიმსთან“ ლიგა 1-ის მატჩში (4:0) შეცვლაზე შევიდა, 27 წუთი ითამაშა და საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110867