აზერბაიჯანული „ზირა“ სეზონის მეორე ნაწილისთვის ემზადება და ამხანგური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიურ „ბრეგალნიცასთან“ გამართა.
მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გოლი დავით ვოლკოვმა გაიტანა. ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა.
შეგახსენებთ, დავით ვოლკოვს აზერბაიჯანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.