ავსტრიულმა „ვოლფსბერგერმა“ დონეცკის „შახტართან“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 1:4 დამარცხდა, ლუკა ლოჩოშვილმა კი გოლი გაიტანა.
ქართველმა მცველმა 37-ე წუთზე ახლო მანძილიდან შეძლო გოლის გატანა და ანგარიში გახსნა. ავსტრიელებმა ტაიმი მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში 4 უპასუხო გოლი გაიტანეს და 1:4 წააგეს.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილს ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 16 მატჩი აქვს ჩატარებული, გოლი კი არ გაუტანია.