ფეხბურთი

16:09 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

აფრიკის თასზე ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა

აფრიკის ეროვნებათა თასზე პლეი-ოფის ეტაპი დაიწყო და ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

მერვედფინალური ეტაპი ბურკინა ფასოსა და გაბონის მატჩით დაიწყო, რომლის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა. „ბურკინა ფასო“ 90-ე წუთამდე იგებდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაბონელებმა გაათანაბრეს და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც არაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, ყველაფერი პენალტების სერიამ გაარკვია, რომელშიც ბურკინა ფასომ 7:6 მოიგო და მომდევნო ეტაპზე ითამაშებს.

მეორე მერვედფინალურ შეხვედრაში ტუნისის ნაკრები ნიგერიას დაუპირისპირდა და დაამარცხდა. მატჩის ბედი იუსეფ მსაკნიმ გადაწყვიტა, რომელმაც 47-ე წუთზე თამაშის ერთადერთი გოლი გაიტანა და ნიგერია ასპარეზობას გამოეთიშა.

მეოთხედფინალში ბურკინა ფასო და ტუნისი ერთმანეთს შეხვდებიან, ხოლო დღეს კიდევ ორი მერვედფინალური მატჩი შედგება: გვინეა - გამბია და კამერუნი - კომოროსი.

0.115229