2023 წელს უეფას 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა. ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთშიგაიმართება.
ჩემპიონატში მონაწილე 16 ევროპული ნაკრებიოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეულ ქვეყანაში ორ-ორი ჯგუფი ჩატარდება. ახალგაზრდულ ნაკრებთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი სამ ქალაქში, 4 სტადიონზე ჩატარდება: ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობისდინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობისსტადიონი).
ევრო 2023-ის ფინალური მატჩი ბათუმში შედგება, ხოლო გახსნით მატჩს რუმინეთი უმასპინძლებს.
თავდაპირველად ჩემპიონატის ერთ-ერთმასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფისექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათსაქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობისშედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩებიფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთაევროპის ჩემპიონატის გამართვის უფლებასაქართველომ, 2020 წლის 3 დეკემბერს, უეფასაღმასრულებელი კომიტეტისგადაწყვეტილებით მოიპოვა. 2023 წელსევროპის საუკეთესო ახალგაზრდებსსაქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.
ჩემპიონატის დებულების თანახმად, ორივემასპინძელი ქვეყანა - საქართველო დარუმინეთი ფინალურ ეტაპზე საკვალიფიკაციოეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.