ჩოგბურთი

2:45 | 24.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მონფილსი ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში გავიდა

ფრანგმა ვეტერანმა გაელ მონფილსმა, ახალი სეზონი კარგად დაიწყო - ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში გავიდა. მეოთხე წრეში მან სერბი მიომირ კეჩმანოვიჩი 7-5, 7-6(4), 6-3 დაამარცხა. მოინფილსი თავის კარიერაში მეორედ ითამაშებს მეოთხედფინალში.

მონფილსი ახლახანს უკრაინელ ჩოგბურთელზე, ელინა სვიტოლინაზე დაქორწინდა, ვინც ამჯერად მაყურებელთა შორის იყო და ტავის მეუღლეს ქომაგობდა. ფრანგმა შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და სეტის წაუგებლად მიაღწია გამარჯვებას. მელბურნში რვა საუკეთესოს შორის, ის 2016 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.

„რთული თამაში იყო. ის ძალიან სწრაფად გადაადგილდებოდა. ვცადე, აგრესიულად მეთამაშა, ვიბრძოლე და რაც შემეძლო, ყველაფერი გავიღე“, - განაცხადა მონფილსმა. მისი მეტოქე პირველ წრეში, მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, თანამემამულე ნოვაკ ჯოკოვიჩთან შეხვედრას გადაურჩა, მაგრამ მონფილსის წინააღმდეგობის გადალახვა ვერ შეძლო.

მონფილსის მომდევნო მეტოქეა იტალიელი მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი მატეო ბერეტინი, ვინც მეოთხე წრეში ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა დაამარცხა. მონფილსი და ბერეტინი დიდი სლემის ტურნირზე ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს, აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. ის შეხვედრა ხუთი სეტი გაგრძელდა და გამარჯვება იტალიელმა მოიპოვა.

0.135381