თურქულ შეკრებაზე „დინამო ბათუმი“ პოლონურ „რაკოვს“ გაეჯიბრა და უხვგოლიან შეხვედრაში დაუზავდა - 3:3.
თავიდან ბათუმელები დაწინაურდნენ, როდესაც მე-12 წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა შორეული დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა. თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდმა უპირატესობა დიდხანს ვერ შეინარჩუნა, 8 წუთში ანგარიში გათანაბრდა, ხოლო 30-ე წუთზე პოლონელები დაწინაურდნენ. აჭარლებმა 34-ე წუთზე ბენჟამინ ტეიდის გოლით შეძლეს გათანაბრება და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევარში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ჯერ ისევ პოლონები გავიდნენ წინ, 83-ე წუთზე კი გაფრინდაშვილმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„დინამო ბათუმისთვის“ ეს მეორე ამხანაგური მატჩი იყო, მანამდე პოზნანის „ლეხს“ 2:1 აჯობა, ხოლო 27 იანვარს, მონტენეგროულ „რუდარს“ დაუპირისპირდება.
„რაკოვი“ - „დინამო ბათუმი“ 3:3 (2:2)
გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (12), 1:1 გუცკოვსკისი (20, პენ), 2:1 ლედერმანი (30), 2:2 ტეიდი (34), 3:2 საპალა (57), 3:3 გაფრინდაშვილი (83)