ფეხბურთი

19:36 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: "მესის ვინც აკრიტიკებს, მათ ფეხბურთი არ იციან"

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ვინც არგენტინელს აკრიტიკებენ, მათ ფეხბურთის არაფერი გაეგებათ.

„ძალიან მალე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მესის წინააღმდეგ ვითამაშებ, ასე რომ გულშემატკივარს თავად შეეძლება გადაწყვიტოს ვინ უკეთესია ამ მომენტში. ვინ ამბობს, რომ ლეომ პსჟ-ში ვერ მიაღწია ან ვერ მიაღწევს წარმატებას? მას უბრალოდ დრო სჭირდება. აშკარაა, რომ ძველებურად ბევრ გოლს ვერ იტანს, მაგრამ უბრალოდ შეხედეთ რას აკეთებს გუნდისთვის მოედანზე.

როგორც არ უნდა იყოს, არ ვფიქრობ, რომ მესი ისე უნდა გააკრიტიკონ, როგორც ახლა ამას გულშემატკივრები აკეთებენ. ვინც ამას აკეთებს, მათ ფეხბურთი არ ესმით“, - თქვა ბენზემამ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მადრიდის "რეალი" "პარი სენ ჟერმენს" დაუპირისპირდება.

0.136901