კალათბურთი

18:01 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის ორმაგმა დუბლმა "ტენერიფე" ზედიზედ მეოთხე წაგებისგან ვერ იხსნა

ესპანეთის ლიგა ენდესას მე-16 ტურში თად მაკფადენის „მურსიამ“ გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენეფერის“ უმასპინძლა და 88:86 მოიგო, რის შედეგადაც კანარიელები მიჯრით მეოთხედ დამარცხდნენ.

შერმადინმა პარკეტზე 30 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 10 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება შესძინა, შედეგად თამაში ორმაგი დუბლით დაასრულა. გიორგიმ 11-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 14-ს უწია.

თად მაკფადენმა 21 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 3 გამოდგა.

„ლენოვო ტენერიფეს“ 8 მოგების წილ 7 წაგება აქვს, მეცხრე ადგილზეა და 27 იანვარს, „ბურგოსს“ შეხვდება. რაც შეეხება „მურსიას“, 10 გამარჯვებით და 6 მარცხით მეოთხე საფეხურზეა, 26 იანვარს კი სარაგოსას დაუპირისპირდება.

0.11926