ფეხბურთი

2:07 | 23.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

საგიჟეთი „მეტროპოლიტანოზე“

პრიმერას ცხრილში მეორე ადგილზე მდგარმა „სევილიამ,“ ზედიზედ მეორედ ითამაშა ფრედ და ლიდერ „რეალს“ ქულათა სხვაობის გაზრდის შესაძლებლობა მისცა. თუმცა, „სელტასთან“ თამაში ისე მიმდინარეობდა, ანდალუსიელები შესაძლოა, საერთოდაც უქულოდ დარჩენილიყვნენ.

მატჩს რაც შეეხება, პირველი ნახევარი საათი მინდორზე არაფერი მომხდარა. მერე კი თამაში უცებ აფეთქდა. ჯერ მასპინძლებს შეეძლოთ დაწინაურება, როცა კარში სამჯერ ზედიზედ ურტყმადნენ. ვერ გაიტანეს და ამისათვის დაისაჯნენ. სამი წუთის ინტერვალში სტუმრებმა ორჯერ გამოიჩინეს თავი, ჯერ ფრანკო სერვიმ, შემდეგ იაგო ასპასმა. ტაიმიც ასე დამავრდა და „სევილია“ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

მასპინძლებს 71-ე წუთამდე მოუხდათ ცდა, სანამ პაპუ გომესმა შესანიშნავი გოლი არ გაიტანა საჯარიმოს გარედან „ცხრიანში.“ მერე ისტორია გამეორდა, ზუსტად სამ წუთში ანდალუსიელებმა გაათანაბრეს, ოლივერ ტორესმა დაარტყა ზუსტად. მალე მასვე შეეძლო მასპინძლებისთვის გამარჯვება მოეტანა, მაგრამ ბურთი ძელს მოარტყა.

დიდი ამბები იყო „მეტროპოლიტანოზე.“ ბოლო დროს „ატლეტიკო“ ვეღარ დაიკვეხნის სტაბილურობით, თითქოს მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემაც დაკარგა ფეხბურთელებთან კონტაქტი. პირველ ტაიმშიც სწორედ ასე გაგრძელდა, სტუმრებმა ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს და შესვენებაზე გულდამშვიდებულნი გავიდნენ.

მაგრამ მეორე ტაიმში მინდორზე სხვა „ატლეტიკო“ ვიხილეთ. ისეთი, როგორსაც მიჩვეულნი ვართ. სიმეონეს ბიჭებმა ცეცხლი დაანთეს მინდორზე. ჯერ მატეუს კუნიამ და ანხელ კორეამ გაათანაბრეს. 93-ე წუთზე კი მარიო ერმოსომ გამარჯვებისა გაიტანა. საერთოდ, ერმოსო ცენტრალური მცველია, მაგრამ ამ ეპიზოდში მარტო აღმოჩნდა მეკარის ბაქანზე და კუნიას გადაცემა გოლად გარდასახა - 3:2.

მატჩის შემდეგ სიმეონე ცალ-ცალკე კოცნიდა ყველა თავის ფეხბურთელს, შემდეგ კი თავი ხელებში ჩარგო და ასე გაირინდა. ეგებ არც სჯეროდა ამ გამარჯვების და ეგებ ეს მოგება გახდეს კიდეც „ატლეტიკოს“ „დაბრუნების“ საწინდარი.

ესპანეთი

პრიმერა დივიზიონი

22-ე ტური. 22 იანვარი

ატლეტიკო - ვალენსია 3:2

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“

0:1 მუსა (25), 0:2 დურო (44), 1:2 კუნია (64), 2:2 კორეა (90+1), 3:2 ერმოსო (90+3)

ატლეტიკო: ობლაკი, ლოდი (კორეა 46), ერმოსო, ხიმენესი, ვრსალკო (ერერა 61), ლემარი (კუნია 57), კოკე, დე პაული, კარასკო (სერანო 90+9), ლუის სუარესი, ფელიში (ფელიპე 57)

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია: დომენეკი, კორეია (მოსკერა 72), ლატო (ვასკესი 72), გილიამონი, დიაკაბი, ალდერეტე (კობა ლეინი 54), ფულკიე, მუსა (რაჩიჩი 88), გედეში, სოლერი, დურო (გომესი 72)

მწვრთნელი: ხოსე ბორდალასი

მსაჯი: ისიდრო დიას დე მერა

გაფრთხილება: კოკე (27), ერმოსო (37), ლუის სუარესი (82), ერერა (84), ხიმენესი (90+3); კორეია (14), ფულკიე (37), მუსა (43), გილიამონი (61), ლატო (65), დომენეკი (83)

სევილია - სელტა 2:2

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“

0:1 სერვი (37), 0:2 ასპასი (40), 1:2 გომესი (71), 2:2 ტორესი (74)

სევილია: დმიტროვიჩი, მონტიელი, აკუნია, კარლოსი, რეკიკი, რაკიტიჩი (ტორესი 46), ხორდანი (კრუსი 90), ფერნანდო (გომესი 46), მირი (რომერო 46), კორონა (გუდელი 71), ოკამპოსი

მწვრთნელი: ხულენ ლოპოტეგი

სელტა: დიტურო, არაუხო, გალანი, აიდუ (მურილიო 64), მალიო, ბელტრანი, დენის სუარესი (ტაპია 65), სერვი (ნოლიტო 65), მენდესი (სოლარი 77), მინა (გალიარდო 82), ასპასი

მწვრთნელი: ედუარდო კოუდეტი

მსაჯი: ხოსე მარია სამჩეს მარტინესი

გაფრთხილება: გუდელი (83); სერვი (23), დენის სუარესი (31), ტაპია (66), მურილიო (76)

ლევანტე - კადისი 0:2

0:1 ნეგრედო (34), 0:2 სალვი (74)

ვილიარეალი - მალიორკა 3:0

1:0 რუსო (12 საკ. კარში), 2:0 ტრიგეროსი (34), 3:0 პარეხო (87 პენ)

გაძევება: რუსო (86) - მალიორკა

0.125672