ფეხბურთი

23:17 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი: „თავის დროზე „პარი სენ-ჟერმენს“ ბევრი რამ მივეცი“

„მილანის“ თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავის დროზე, „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშისას, კლუბს ბევრი რამ მისცა.

„დავეხმარე თუ არა პსჟ-ს გაზრდაში? რა თქმა უნდა. ამისათვის ყოველდღიურად ვმუშაობდი.

პარიზულ კლუბში მივიტანე ის, რასაც მანამდე „იუვენტუსსა“ და „მილანში“ მივეჩვიე. მე არ ვცდილობდი გუნდთან მიჩვევას, ყველაფერი პირიქით იყო.“ - ციტირებს შვედის სიტყვებს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი, რომელიც წლეულს ოქტომბერში 41 წლის გახდება, პსჟ-ში 2012-16 წლებში თამაშობდა.

0.111941