ფეხბურთი

20:18 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

მანჩინი ბალოტელის იტალიის ნაკრებში აბრუნებს

თურქული „ადანას“ 31 წლის თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, იტალიის ნაკრებში ბრუნდება - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, „სკუადრა აძურას“ მთავარი მწვრთნელი, რობერტო მანჩინი, ფორვარდს კიდევ ერთ შანსს აძლევს. ოფიციალურად ამ ამბის შესახებ უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ.

თურქულ კლუბთან ბალოტელის კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. მიმდინარე სეზონში „ადანას“ მაისურით „ბალომ“ ყველა ტურნირში 20 მატჩი ჩაატარა, 8 ბურთი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

იტალიის ნაკრებში კი 2018 წლის შემდეგ აღარ გამოუძახიათ.

0.1014