ფეხბურთი

11:35 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი ლუკაკუზე: "როცა ფეხბურთელს საქმეები ცუდად მისდის, ბუნებრივია, რომ ხალხის მასზე საუბრობს"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა რომელუ ლუკაკუს შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ფეხბურთში ყველა ადამიანის მუშაობას ყოველდღიურად აკვირდებიან და გამონაკლისი არც ბელგიელი თავდამსხმელია.

„ჩვენ ყველას გვაკვირდებიან, ყურადღების ქვეშ ვართ. ეს ყოველდღიური და ბუნებრივი მოვლენაა. ასეა თუ გადამწყვეტი ფეხბურთელი ხარ. როდესაც საქმეები კარგად მიდის, ხალხი შენზე საუბრობს, თუ ყველაფერი პირიქითაა, ხალხი მაინც საუბრობს. ეს საქმის ნაწილია, მოგვწონს თუ არა“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ტუხელმა ლუკაკუ ცუდი თამაშის გამო საჯაროდ არაერთხელ გააკრიტიკა. ამას წინ უძღოდა მოვლენები, როდესაც ბელგიელმა თქვა, რომ „ჩელსიში“ ბედნიერი არ არის და „ინტერში“ დაბრუნებაც ისურვა. მიმდინარე სეზონში 28 წლის რომელუმ ლონდონური კლუბის რიგებში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატან შეძლო.

0.122701