ფეხბურთი

15:08 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ სიტი" არგენტინელი ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა

არგენტინული „რივერ პლეიტის“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესი ახლოსაა კარიერის „მანჩესტერ სიტიში“ გაგრძელებასთან.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი პრაქტიკულად შეთანხმებულია. „ქალაქელები“ ნიჭიერ არგენტინელში 16 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსებიც დაემატება.

გასულ სეზონში ალვარესმა არგენტინის ჩემპიონატში 20 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114693