ფეხბურთი

15:55 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი: "თანაგუნდელები უნდა გაჩუმდნენ და რონალდუს მოუსმინონ"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ლუის საჰამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი კრიშტიანუ რონალდუს არ უსმენენ. საჰა მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები უბრალოდ უნდა გაჩუმდნენ და რონალდუსგან ისწავლონ, რადგან მან იცის გამარჯვების გზა.

„რონალდუს სხვა ფეხბურთელებმა უნდა მოუსმინონ და გაჩუმდნენ. თუ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც აქვს თავისი სიტყვის თქმის უფლება, ეს თავად კრიშტიანუა. ამ ახალგაზრდებიდან ბევრს ჯერ არ დაუტოვებია თავისი კვალი და არც არაფერი დაუმტკიცებია. რა მოიგეს მათ? არ ვამბობ, რომ ის ღმერთად უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ის ყველაფერს აკეთებს, რაც თანაგუნდელთა გაუმჯობესებისთვის საჭიროა. მას სურს ტიტულების მოგება და იცის ეს როგორ გააკეთოს, ამიტომ საჭიროა მისი მოსმენა. ფეხბურთელებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ვარჯიშზე, კვირიდან კვირამდე მოუმატონ, იყვნენ შრომისმოყვარეები და ამავე დროს თავდამბლები“, - თქვა საჰამ.

შეგახსენებთ, ლუის საჰა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას 2004-2008 წლებში იცავდა და შესაბამისად, კრიშტიანუ რონალდუს თანაგუნდელიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11134