ფეხბურთი

11:02 | 22.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი 2 თვე ვერ ითამაშებს

კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი ანსუ ფატი ორი თვე ვერ ითამაშებს. ესპანეთის თასზე, „ბილბაოსთან“ მატჩში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა.

სამედიცინო გამოკვლევამ მარცხენა ბარძაყის მყესის დაზიანება აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიჭიერი შემტევი მინიმუმ 2 თვე იუქმებს. მეტიც, ფატის შესაძლოა ოპერაცია გაუკეთონ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მედიკოსები ანსუს მშობლებთან კონსულტაციისა და მათი ნებართვის შემთხვევაში მიიღებენ.

19 წლის ფეხბურთელისთვის ტრავმები სიახლე არ არის - მან ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაზიანებების გამო მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში კი ამავე პრობლემების გამო მოედანზე ასევე 10-ჯერ გავიდა და თავი კვლავ 5-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10168