სხვა

23:57 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

წონის კლების პრობლემის გამო ილია თოფურიას ბრძოლა ჩაიშალა

UFC 270-ზე ილია თოფურიას ბრძოლა ჩაიშალა, რისი მიზეზიც ქართველის ჯანმრთელობის პრობლემები გახდა.

როგორც ცნობილი გახდა, წონის კლების პროცესში თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც ბრძოლა აღარ შედგება. 25 წლის მებრძოლი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

ილია თოფურიას 23 იანვარს კანადელ შარლ ჟურდენთან უნდა ებრძოლა. მანამდე, ილიას რუს მოვსარ ევლოევთან ჰქონდა ბრძოლა დაგეგმილი, მაგრამ მეტოქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა და ჟურდენის ვარიანტიც ამის შემდეგ გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას MMA-ში 11 ბრძოლა აქვს მოგებული, UFC-ში 3, მარცხი კი არ განუცდია.

0.112389