პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა 22 იანვარს, "ვესტ ჰემთან" გასამართ პრემიერლიგის შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
"კრიშტიანუს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას კისრის პრობლემები აქვს. მატჩის შემდეგ მან უკვე ჩაიტარა ორ-სამ საათიანი მკურნალობა და დაველოდებით თუ როგორ იგრძნობს თავს." - განუცხადა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს რალფ რანგნიკმა.
20 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგის გადადებულ შეხვედრაში "ბრენტფორდი" 3:1 დაამარცხა, ხოლო რონალდუ 71-ე წუთზე დაზიანების გამო შეცვალეს. ამ დროისთვის გუნდი სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.