კალათბურთი

13:46 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბეჟანიშვილის 6 ქულა და 8 მოხსნა G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდს გოლდმა“ „მოტორ სიტის“ უმასპინძლა და 98:113 დამარცხდა.

გიორგი ბეჟანიშვილმა ამ შეხვედრაში 20 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი საკუთარ გუნდს 6 ქულით, 8 მოხსნით და 2 პასით დაეხმარა. გიორგიმ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 1 საჯარიმო ააცილა.

„გრანდ რაპიდს გოლდმა“ რეგულარული სეზონი მიჯრით სამი მოგებით დაიწყო, მაგრამ ახლა ზედიზედ მეოთხე თამაში წააგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილამდე დაქვეითდა. ბეჟანიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს „ფორტ ვეინთან“ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120088