კალათბურთი

1:46 | 21.01.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგაზე

გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა. ესპანურმა გუნდმა თურქულ „პინარ კარშიაკას“ მესამე და გადამწყვეტი მატჩი 74:71 მოუგო და სერიაში 2:1 იმარჯვა.

სერიის ბოლო შეხვედრა ძალზე დაძაბული გამოდგა, თუმცა, კანარიელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

ქართველმა ცენტრმა 25:14 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 10 ქულით, 9 მოხსნით და 1 პასით დაეხმარა. ამრიგად, ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ და მატჩის MVP გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123653